ინციდენტების მართვის მენეჯერი
18-06-2026 - 31-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია ASVLA • ასვლა ეძებს აქტიურ და მოტივირებულ ადამიანებს ინციდენტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ინციდენტების მართვის მენეჯერის პასუხისმგებლობები მოიცავს:

  • კომპანიის სერვისების და ციფრული პროდუქტების აქტიური მონიტორინი/ტესტირება;
  • ტექნიკური ხარვეზების (ვებ საიტის მუშაობის შეფერხება, თამაშის ხარვეზი და ა.შ) დროულად იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ტექნიკურ ჯგუფებთან და პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
  • აქტიური მუშაობა მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრობლემური სიტუაციების და დროის მართვის უნარები;
  • საბაზისო დონეზე ციფრული ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების ცოდნა  ან/და ტექნოლოგიებში მარტივად გარკვევის უნარი;
  • აუცილებელია ინგლისურის ენის გამართულა დონეზე ფლობა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან/და ტექნოლოგიურ სფეროში.

 

დამატებითი დეტალები: 

  • ანაზღაურება: 1500 ლარი(net)
  • ცვლების ტიპები: 09:00-21:00 / 12:00-00:00/ 00:00-09:00
  • ყველა თანამშრომელი ყველა ტიპის ცვლაში მუშაობს მონაცვლეობით;
  • ღამის საათებში კომპანია უზრუნველყოფს ტაქსის სერვისს
  • კომპანია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ულიმიტო სამგზავრო ბარათებს;
  • სამუშაო ლოკაცია: რუსთაველის მეტროს ტერიტორია.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<