თანხმობა ხელოვნური ინტელექტით მონაცემების დამუშავებაზე
თანხმობა მონაცემების ნაწილობრივი ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე)
თანახმა ვარ, ჩემი დასაქმების მიზნით, შპს „ასვლას" სისტემაში ჩემ მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია დამუშავდეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, რაც გულისხმობს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეზიუმედან ჩემი მონაცემების ამოღებას ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენას. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით – შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია „ასვლას" მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობა შპს „ასვლასთვის" ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: support@asvla.com; ცხელი ხაზი: 0322 193 555). AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.